ginda1
ginda2
always

ხშირად დასმული კითხვები

  • როგორია ფული.ge-ს რეგისტრაციის და პირველადი სესხის მიღების პროცესი?
    • სესხის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია და გააკეთოთ სესხის მოთხოვნა (მაქსიმუმ 2,000 ლარი). რეგისტრაცია და სესხის მოთხოვნა შეგიძლიათ ფული.ge -ს ვებ გვერდიდან და მობილური აპლიკაციიდან.

      რეგისტრაცია და სესხის მოთხოვნა ფული.ge -ს მთავარი გვერდიდან

      ფული.ge -ს მთავარ გვერდზე მიუთითეთ სესხის სასურველი თანხა და ვადა. შემდეგ დაჭირეთ ღილაკს „სესხის აღება“ და ავტომატურად გადახვალთ რეგისტრაციის გვერდზე, სადაც უნდა მიუთითოთ პერსონალური ინფორმაცია. ასევე შეგიძლიათ მთავარი გვერდიდან ჯერ რეგისტრაციის გავლა და შემდეგ სესხის მოთხოვნა.

      სესხის ხელშეკრულებაზე თანხმობის შემდეგ, საჭიროა გაიაროთ იდენტიფიკაცია, რისთ ვისაც თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან ჩვენს ანგარიშზე უნდა გადმორიცხოთ 1 თეთრი. მას შემდეგ, რაც თქვენ მიერ გადმორიცხული 1 თეთრი აისახება ჩვენთან, დამტკიცებული თანხა 15 წუთის განმავლობაში გადმოგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.

      ყურადღება: 1 თეთრი უნდა გადმორიცხოთ მხოლოდ თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სესხი არ გადმოგერიცხებათ.

  • ფული.ge-ს სამუშაო საათები
    •  ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღე (დასვენებების ჩათვლით) 24 საათიან რეჟიმში.

  • რა საბუთებია საჭირო?
    • რეგისტრაციისას საჭიროა ელექტრონულად აიტვირთოს ჩვენს ვებ გვერდზეე თქვენი პირადობის მოწმობის ორივე გვერდის ასლი და ბოლო 3 თვის საბანკო ამონარეწი სადაც გიფიქსირდებათ ბრუნვა.

  • რა ოდენობის სესხი შემიძლია ავიღო?
    • სესხის ლიმიტი განისაზღცრება 500 ლარიდან 2000 ლარამდე. 3-12 თვის ვადით.

  • რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
      • ხართ საქართველოს მოქალაქე
      • ხართ 22-დან 65 წლამდე
      • გაქვთ საქართველოში არსებული ბანკის ანგარიში
      • გაქვთ სანდო საკრედიტო ისტორია
      • გაქვთ შემოსავალი და ხართ გადამხდელუნარიანი

  • საჭიროა თუ არა თავდები ან თანამონაწილე?
    • არა. იმისათვის, რომ მიიღოთ სესხი არ გჭირდებათ თავდები ან თანამონაწილე.

  • რამდენია სესხის საკომისიო?
    • სესხის ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 100%.

  • ფული.ge-ს საბანკო რეკვიზიტები
    • კომპანია: შპს ფულიჯი ფინანსი

      საიდენტიფიკაციო კოდი: 406137826

       

      საბანკო რეკვიზიტები:

       

      ლიბერთი ბანკი

      ბანკის კოდი: LBRTGE22

      ანგარიშის ნომერი: GE80LB0113113331506004

       

      თიბისი ბანკი

      ბანკის კოდი: TBCBGE22

      ანგარიშის ნომერი: GE43TB7684236020100001

       

      საქართველოს ბანკი

      ბანკის კოდი: BAGAGE22

      ანგარიშის ნომერი: GE23BG0000000520166000

       

  • რამდენი ხანი სჭირდება ჩემი განაცხადის დამტკიცებას?
    • სესხის დამტკიცების შესახებ პასუხს მიიღებთ სესხის აპლიკაციის დადასტურებიდან მაქსიმუმ 15 წუთში.

  • არ მიმიღია სესხის ხელშეკრულება. როგორ მოვიქცე?
    • სესხის ხელშეკრულება შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თქვენს პირად კაბინეტში მიღებული შეტყობინებებიდან.

  • აქვს თუ არა გავლენა ჩემს საკრედიტო ისტორიას?
    • დიახ, თქვენი საკრედიტო ისტორია მნიშვნელოვანია სესხის დამტკიცებისთვის. fuli.ge ითვალისწინებს რამოდენიმე ფაქტორს. თუმცა, ცუდი საკრედიტო რეიტინგი ავტომატურად ნიშნავს უარს სესხის დამტკიცებაზე.

  • როგორ გავიგო რომ სესხი დამიმტკიცდა?
    • ფული.გესგან ნებისმიერ შეტყობინებას მიიღებთ თქვენს კაბინეტში, მათ შორის სესხის დამტკიცების შესახებ შეტყობინებასაც. ამ შემთხვევაში თქვენ აგრეთვე მიიღებთ საინფორმაციო SMS-ს.

  • როდის ჩამერიცხება თანხა?
    • სხვა მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, სადაც თანხას არასამუშაო საათებში ვერ მიიღებთ, ჩვენგან თანხა მოთხოვნიდან 15-30 წუთის განმავლობაში ჩაგერიცხებათ ყოველდღე (დასვენებების ჩათვლით) 9:30-დან 23:00-მდე. სულ მალე კი 24 საათიან რეჟიმში მოგემსახურებით.

  • როგორ გავიგო რომ სესხი არ დამიმტკიცდა?
    • ფული.გესგან ნებისმიერ შეტყობინებას მიიღებთ თქვენს კაბინეტში, მათ შორის სესხის არ დამტკიცების შესახებ შეტყობინებასაც. ამ შემთხვევაში თქვენ აგრეთვე მიიღებთ საინფორმაციო SMS-ს.

  • რატომ არ დამიმტკიცდა სესხი?
    • სესხის დასამტკიცებლად, ყოველი განაცხადი მოწმდება კრედიტუნარიანობაზე და თქვენი საკრედიტო მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს მოთხოვნებს.

  • როგორ დავფარო სესხი?
    • სესხის დასაფარად შესაბამისი თანხა უნდა გადმორიცხოთ ფული.ge -ს ანგარიშზე.

      სესხის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს და გადავადების საფასურის დაფარვა  შეგიძლიათ:

      ინტერნეტ ბანკით
      ფეიბოქსის სწრაფი გადახდის აპარატით
      ბანკის ფილიალიდან

      PayBox ვებ-გვერდიდან.

       

      ყურადღება! საბანკო ან ინტერნეტ ბანკით გადარიცხვისას, გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ თანხის გადმორიცხვის მიზანი (სესხის დაფარვა ან გადავადება) და პირადი ნომერი, შემდეგი ფორმატით: სესხის დაფარვა XXXXXXXXXXXXX (XXXXXXXXXXXXX-ს მაგივრად მსესხებლის პირადი ნომერი). წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხი შეიძლება არ დაიფაროს.

  • როგორ გავიგო დაფიქსირდა თუ არა ჩემი გადახდა?
    • სწრაფი გადახდის აპარატიდან გადახდილი თანხა აისახება რამდენიმე წუთში. შესაბამის შეტყობინებას მიიღებთ პირად კაბინეტში და SMS-ის სახით.

  • შემიძლია თუ არა დავფარო სესხი ეტაპობრივად?
    • დიახ, სესხის ვადის განმავლობაში შეგიძლიათ დაფაროთ სესხი ეტაპობრივად. შემოიტანეთ თქვენთვის სასურველი თანხა, რომელიც მოხმარდება სესხის შემცირებას.

  • შემიძლია თუ არა დავფარო სესხი ვადაზე ადრე?
    • დიახ, შეგიძლიათ ვადაზე ადრე დაფაროთ სესხი. ამ შემთხვევაში, სესხის საკომისიო არ შეიცვლება.

  • როგორ შევაგროვო ბონუს ქულები?
    • ბონუს ქულების შეგროვება ხდება ავტომატურად, თქვენს მიერ ბონუს პროგრამაში გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებისას: სესხის დროულად დაფარვა, სესხის გადავადება, პირად კაბინეტში ანკეტის სრულად შევსება, მეგობრის მიერ სესხის დაფარვა, სესხის დაფარვის გაზიარება ფეისბუქსა და სხვა სოციალურ ქსელებზე.

  • როგორ შევამოწმო რამდენი ბონუს ქულა მაქვს?
    • თქვენი ბონუს ქულების ნახვა შეგიძლიათ პირად კაბინეტში ფული.ge -ს ვებ გვერდზე.

  • როგორ დავხარჯო ბონუს ქულები?
    • ბონუს ქულებით შეგიძლიათ მიიღით 5-15% ფასდაკლება სესხზე. ამისათვის შებრძანდით ფული.ge -ს პირად კაბინეტში და აირჩიეთ ბონუსის გამოყენება.

  • შემიძლია თუ არა ორი სესხის ერთდროულად აღება?
    • ფული.გე-სგან მეორე სესხის ასაღებად, ჯერ უნდა დაფაროთ არსებული დაუფარავი სესხი.